ბერბოკი: "მარცვლეულის შეთანხმებასთან" პუტინის თამაში ცინიკურია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მარცვლეულის შეთანხმების" დაბლოკვისთვის გააკრიტიკა.
ამ ინფორმაციას Welt ავრცელებს.
"პუტინის თამაში "მარცვლეულის შეთანხმებასთან" ცინიკურია," - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავდროულად, ბერბოკმა მნიშვნელოვანი უწოდა შეთანხმების აღსადგენად თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალისხმევას.
"მხოლოდ პუტინის გამო სატვირთო გემებს ისევ არ აქვთ თავისუფალი გადასასვლელი. რუსეთი აძლიერებს გლობალურ შიმშილს." - თქვა მან.
გერმანელი მინისტრის თქმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობა გრძელდება - "ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე."