ბერძნულ კუნძულთან გემის ჩაძირვის შედეგად 16 მიგრანტი დაიღუპა

 

გემის ჩაძირვის შედეგად საბერძნეთის კუნძულ პაროსთან მინიმუმ 16 მიგრანტი დაიღუპა.

გემზე ჯამში 80 ადამიანი იყო. ისინი თურქეთიდან იტალიაში შესვლას ცდილობდნენ. გემის ჩაძირვის მიზეზი უცნობია.

ეს ბოლო კვირაში მომხდარი მესამე მსგავსი შემთხვევაა.

ბერძენმა მაშველებმა განაცხადეს, რომ მათ 11 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ამ კვირაში კუნძულ ფოლეგანდროსთან ჩაიძირა გემი. ათობით მიგრანტი დღემდე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

 

მსგავსი სიახლეები