Bild: მერკელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისთვის ნატოს ფარგლებში იარაღის მიწოდება დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია 13 დეკემბრს გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა.
გერმანიამ ვეტო დაადო აშშ-სგან 90 Barrett M82 სნაიპერული შაშხანის და ლიეტუვისგან 20 ერთეული დრონების საწინააღმდეგო სისტემის - EDM4S-UA-ს შესყიდვას.
უკრაინას შეიარაღების შესყიდვის საფასური 2021 წლის დასაწყისში უკვე გადახდილი აქვს და მიწოდებას დღემდე ელოდება. მაგრამ მაისში გერმანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებმა ნატოს მხარდაჭერისა და მიწოდების სააგენტოს საბჭოში ამერიკული შეიარაღების მიწოდება დაბლოკეს.
Bild-ის წყაროს ინფორმაციით, ნიდერლანდების წარმოამადგენელი "ბერლინის ინსტრუქციებით" მოქმედებდა. მერკელის მთავრობას არ სურდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ნატოში ამ შესყიდვის ერთადერთი მოწინააღმდეგე გერმანია იყო.
ამავდროულად, დრონების საწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა მინიმუმ 6 თვით გადაიდო ბიუროკრატიული პროცედურების გამო. ამ სისტემას უკრაინა სავარაუდოდ, დეკემბერში მიიღებს, ამერიკულ სნაიპერულ შაშხანებზე ბლოკადა კი გაგრძელდება.