ბლინკენი: რუსებს სურთ ნატოზე ვისაუბროთ და არა მათ აგრესიაზე უკრაინაში

 

10 იანვარს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპრაკებებში რეალური პროგრესის მიღწევა რთული იქნება, თუ ეს სახელმწიფო არ შეცვლის რიტორიკას და გააგრძელებს სამხედროების მობილიზებას.

ბლინკენმა განცხადება ამერიკული და რუსული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც მხარეებმა რუსეთის მოთხოვნებზე ისაუბრებს.

"რუსეთის სტრატეგიის ნაწილია სრულიად შეუსრულებელი მოთხოვნების წამოყენება, შემდეგ კი იმაზე აპელირება, რომ მეორე მხარეს თანამშრომლობა არ სურს და ამის აგრესიული ქმედებების საბაბად გამოყენება. მათ სურთ ნატოს შესახებ დისკუსიაში შეგვიყვანონ და არ გაამახვილონ ყურადღება მიმდინარე საკითხზე, რაც არის მათი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ." - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

გარდა ამისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მისი ქმედებების გასამართლებლად დეზინფორმაციას იყენებს. ამის მაგალითად მან 2014 წლის მოვლენები მოიყვანა, როდესაც რუსეთი უკრაინას აგრესორად აცხადებდა.

 

 

მსგავსი სიახლეები