ბლინკენმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე ისაუბრა
22 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.
ბლინკენი და კოლონა "შეთანხმდნენ უკრაინის ურყევი მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე და პუტინის მიერ მნიშვნელოვანი ფასის გადახდის აუცილებლობაზე მის მიერ არჩეული ომისთვის".
"მათ განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც აშშ და საფრანგეთი ერთად გადადგამენ, რათა მხარი დაუჭირონ შესაბამისი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაბამისი გზების მიცემას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელმა და ფრანგმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს ნატოს საკითხები, კერძოდ, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა.
"ორივე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რეაგირება მოახდინონ მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების საჭიროებებზე მთელს მსოფლიოში, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის გამო, სურსათის მიწოდება ბევრგან გართულებულია", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
კოლონა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 20 მაისს გახდა. ამ პოსტზე მან ჟან-ივ ლე დრიანი შეცვალა.