ბოლო 24 საათში რუსეთმა 200-მდე სამხედრო და 17 ტანკი დაკარგა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 19 300 სამხედრო დაკარგეს. ამის შესახებ 10 აპრილს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაწერა.

მონაცემები რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ:

  • პერსონალი - 19 300;
  • ტანკები - 722;
  • ჯავშანტექნიკა - 1911;
  • საარტილერიო სისტემები - 342;
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები - 108;
  • საჰაერო თავდაცვა - 55;
  • თვითმფრინავი - 152;
  • ვერტმფრენები - 137;
  • საავტომობილო ტექნიკა - 1384;
  • გემები და ნავები - 7;
  • საწვავით და საპოხი მასალებით დატვირთული ავზები - 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატები - 112;
  • სპეცტექნიკა - 25;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გამშვებები - 4.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთი ცდილობს ჯარების რაოდენობა 2012 წელს სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალის ხარჯზე გაზარდოს.

ასევე მოლდოვის არაღიარებულ დნესტრისპირეთის რეგიონში მიმდინარეობს მოხალისეების რეკრუტიტება.  

მსგავსი სიახლეები