ბორელი: უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადავცემთ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გადაცემაზე. ამის შესახებ 20 ივლისს Twitter-ზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რომელიც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად", - წერს ბორელი.

სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც მეხუთე ფინანსური დახმარების პაკეტი გამოიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.  

მსგავსი სიახლეები