ბორელი: უკრაინის აღდგენის ხარჯები რუსეთმა უნდა გადაიხადოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსკოვმა გადაიხადოს რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული უკრაინის აღდგენის ხარჯები.

"მე შევხვდები ჩემს კოლეგებს - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრს და განვიხილავთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ნგრევის ხარჯები, რომელიც მან უკრაინაში გამოიწვია", - თქვა ბორელმა ლოძში, 1 დეკემბერს, ეუთოს ორდღიანი კონფერენციის გახსნამდე. 

ევროპელმა დიპლომატმა გაიხსენა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა გაყინა თითქმის 20 მილიარდი ევროს რუსული აქტივები, ხოლო დასავლეთის სანქციებმა მთელ მსოფლიოში რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა.

"ეს რეზერვები დაბლოკილია, მაგრამ ბლოკირებასა და კონფისკაციას შორის დიდი განსხვავებაა", - განაცხადა მან.

ეუთოს შემადგენლობაში შედის როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა. პოლონეთმა, როგორც მიმდინარე კონფერენციის ორგანიზატორმა, უარი თქვა უთხრა ვიზაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. ამან მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია. რუსეთს კონფერენციაზე ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრ ლუკაშევიჩი წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები