ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა უკრაინს მეტი იარაღი მიაწოდონ
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარების მოსალოდნელი შეტევის წინა დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ.
"აუცილებელია იარაღის მიწოდებაზე ფოკუსირება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს 9 აპრილს, კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ გზაზე.
"სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ სანქციები დონბასში ბრძოლის პრობლემებს ვერ გადაჭრის", - თქვა ევროპელმა დიპლომატმა.
ბორელის თქმით, ამ ომის შედეგს დონბასისთვის ბრძოლა გადაწყვეტს.