ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა.
"ხელი მოვაწერე ბრძანებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისთვის გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის საპატიო ჯილდოების მინიჭების შესახებ. ამრიგად, ის გახდა ოდესის საპატიო მოქალაქე. ეს არის ჩვენი ქალაქის უმაღლესი ჯილდო." - განაცხადა ტრუხანოვმა.
მერის თქმით, ჯონსონი 1862 წლიდან ოდესის პირველი საპატიო მოქალაქეა, ვინც ბრიტანეთის მოქალაქეა.
ტრუხანოვმა აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოს ისეთივე პოზიცია რომ ჰქონოდა, როგორიც უკრაინის მთავარ მოკავშირეს და მეგობარ ბრიტანეთს აქვს, მაშინ უკრაინელები დიდი ხნის წინ დაამარცხებდნენ რუს ოკუპანტებს.