ბორის ჯონსონი პრატასევიჩის ვიდეოზე: ბელარუსის ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება
ბელარუსის სახელმწიფოს მიერ რომან პრატასევიჩის უკანონო დაკავებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება, აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
მისი თქმით, პრატასევიჩის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის აშარად ნაცემია და იძულებით საუბრობს, “ღრმად სამწუხარო იყო.”
“რამან პრატასევიჩის ვიდეო ღრმად სამწუხაროა. მე, როგორც ჟურნალისტი და სიტყვის თავისუფლების მხურვალე მხარდამჭერი, ვითხოვ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას,” - დაწერა ჯონსონმა ტვიტერზე. “ბელარუსის ქმედებებს შედეგები მოჰყვება.”
---------------------------------------------
ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით დასვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ევროკავშირმა ავიაკომპანიებს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა.