მაკრონი: მსურველთა კოალიციაში 30 ქვეყანაა, მისი გენშტაბი კი პარიზშია
.jpg)
საფრანგეთის პრეზიდენტმა ე.წ. მსურველთა კოალიციაში შემავალი ქვეყნების რაოდენობა დაასახელა - საუბარია საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მეთაურობით შექმნილ ჯგუფზე, რომელთა წევრებიც მზად არიან მიიღონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მისიაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
State Of Play: ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვაში განაცხადა.
- "მსურველთა კოალიცია, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში პარიზში დაფუძნდა უკვე 30 სახელმწიფოს ითვლის. ორგანიზაციის გენშტაბი უკვე ჩამოყალიბებულია და პარიზში ფუნქციონირებს"- განაცხადა მაკრონმა.
- გასულ კვირებში საფრანგეთის პრეზიდენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი კონტინგენტის მთავარი მიზანი სტრატეგიული ძალების დაზღვევა იქნება და მათი განლაგება საჭირო იქნება ფრონტის ხაზით მოშორებით სტრატეგიულ ლოჯისტიკურ კვანძებთან ახლოს.
Big Picture: გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში ყოფნისას მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანკო-ბრიტანული კონტინგენტის ერთ-ერთი მთავარი მისია უკრაინის საზღვაო და საჰაერო სივრცის პატრულირება იქნება.
- მაკრონის თქმით, ასეთი კონტინგენტის რაოდენობა შესაძლოა 50 ათასის ფარგლებში მერყეობდეს.
Сontext: ე.წ. მსურველთა კოალიცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებიც განიხილავენ სამხედრო კონტინგენტების გაგზავნას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, საუბარია სამშვიდობო მისიაზე.
- ძალისხმევაში მაკოორდინირებულ ფუნქციას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ასრულებენ.
- თავის მხრივ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამხედრო დანაყოფების განლაგებას, თუნდაც არა ნატოს ეგიდით "კატეგორიულად მიუღებელს" უწოდებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.