ბრიანსკის ოლქში პოლიციის შენობაში აფეთქება მოხდა

ბრიანსკის ოლქში, ტრუბჩევსკის პოლიციის შენობაში აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მას დრონი დაესხა თავს.

Mash-ის ცნობით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ აფეთქება მოხდა ტრუბჩევსკის პოლიციის შენობაში, ბრაიანსკის ოლქში. მანამდე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა.

დაზიანებულია შენობის სახურავი, ჩამსხვრეულია ექვსი მინა, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტილია.

აფეთქების შესახებ ინფორმაციას Baza და სხვა ტელეგრამის არხებიც ავრცელებენ.

მსგავსი სიახლეები