ბრინკი: ამერიკა და G7 მხარს უჭერენ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას
ამერიკის შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა 9 დეკემბერს, "24-ე არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ახლა ძალიან ნათელია, ვინ არის მშვიდობის მხარეს და ვინ არის ომის მხარეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე. ჩვენ, შეერთებული შტატები და G7-ის ქვეყნები მხარს ვუჭერთ ამ გეგმას, რადგან გვჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს ომის დასრულების პოტენციური გეგმა", - თქვა ბრინკმა.
მან აღნიშნა, რომ მხოლოდ 5 დეკემბერს, რუსეთმა კვლავ გაისროლა 70 რაკეტა უკრაინის ქალაქების მიმართულებით.
ბრინკმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დასრულდება ომი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მიიღოს და შეერთებული შტატები იქნება უკრაინის გვერდით იქნება "იქამდე, სანამ საჭირო იქნება". ამასთან, ბრინკმა აღნიშნა, რომ თუ რუსებს ნამდვილად სურთ ომის შეჩერება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამის გაკეთება ახლავე შეუძლია: "მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და ომი დასრულდება".
"თქვენი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერა და უკრაინელების თავდაცვის უფლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელჩმა.