ბრიტანელი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე ფარულ ოპერაციებში მონაწილეობდნენ - The Times
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითები უკრაინაში ფარულ ოპერაციებში მონაწილეობდნენ. The Times-ის ცნობით, ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ მაგოვანმა განაცხადა.
მაგოვანი სამეფო საზღვაო ქვეითების ყოფილი გენერალია (მეთაური), რომელიც სამეფო საზღვაო ძალების ელიტარულ დანაყოფს 1989 წელს შეუერთდა.
სამეფო საზღვაო ქვეითების ოფიციალურ გამოცემა Globe and Laurel-ში მან აღწერა, თუ როგორ გაგზავნეს წლის დასაწყისში 350 საზღვაო ქვეითი ბრიტანეთის საელჩოდან დიპლომატების გასაყვანად, როდესაც გაირკვა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში შეჭრას აპირებდნენ.
საზღვაო ქვეითები კიევში აპრილში, საელჩოს დასაცავად დაბრუნდნენ, რადგან ბრიტანეთს რუსული ჯარების კიევიდან გასვლის სემდეგ, უკრაინის დედაქალაქში დიპლომატიური წარმომადგენლობის აღდგენა სურდა.
"კომანდოსებმა ორივე ფაზაში მხარი დაუჭირეს სხვა საიდუმლო ოპერაციებს უკიდურესად რთულ გარემოში, მაღალი დონის პოლიტიკური და სამხედრო რისკით", - თქვა მაგოვანმა.
გენერლის თქმით, უკრაინაში სპეცოპერაციების ჩატარების გარდა, ბრიტანელი ქვეითები უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებსაც ამზადებდნენ. მან აღნიშნა, რომ იგეგმება უკრაინელი საზღვაო ქვეითების მომზადებასაც.