ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი: ბორის ჯონსონი უნდა გადადგეს

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კეირ სტარმერმა ბორის ჯონსონის გადადგომა მოითხოვა. დღეს ლონდონის პოლიციამ ბრიტანეთის პრემიერი აკრძალულ წვეულებებზე დასწრების გამო დააჯარიმა.

"ბორის ჯონსონმა და რიში სუნაკმა კანონი დაარღვიეს და რამდენიმეჯერ მოატყუეს ბრიტანული საზოგადოება. ორივე უნდა გადადგეს. კონსერვატორები სრულიად უვარგისი მმართველები არიან. ბრიტანეთი უკეთესს იმსახურებს." - წერს სტარმერი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

ვრცლად წვეულებების სკანდალზე იხილეთ გიორგი ლოლაძის სტატია:

Partygate: ყველაფერი ლოქდაუნისას გამართული წვეულებების სკანდალის შესახებ

 

მსგავსი სიახლეები