ბრიტანეთმა 5 მილიონზე მეტი ადამიანი ვაქცინის ორივე დოზით აცრა
ბრიტანეთში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა Covid-19-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. გუშინ მეორე დოზით 246,631 ადამიანი აიცრა. ქვეყანაში 18 წელზე უფროსი ადამიანების 9.9% ვაქცინის ორივე დოზით აცრილია. ვაქცინის პირველი დოზით კი ბრიტანეთში 31.4 მილიონი ადამიანი აიცრა.
მასშტაბური ვაქცინაციის კამპანიის პარალელურად, ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, რაც 14 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი რიცხვია. გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობა 3,536-მდე შემცირდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის 80 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების 50% უკვე ვაქცინის ორივე დოზით აცრილია.
გუშინ ბრიტანეთში ვირუსით ინფიცირების 3,423 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო:
bbc.com