ბრიტანეთი და საფრანგეთი: რუსეთმა უკრაინა არ უნდა დაამარცხოს
ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.
"უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს. თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ ჩვენ ყველანი წავაგებთ. ახლა უკრაინის მხარდაჭერის უუნარობის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ღირებულება," - წერენ ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სვეტში.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ამაყობენ უკრაინისთვის უკვე გაცემული დახმარებით, მაგრამ აღნიშნეს, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსეთის დასამარცხებლად.
"სამყარო გვიყურებს და განგვსჯის." - წერენ ისინი.
კამერონმა და სეჟურნემ პირობა დადეს, რომ ივლისში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინას მხარდაჭერას დაუდასტურებდნენ, ასევე ეცდებიან უზრუნველყონ "ნატოს პროდუქტიული სამიტი" შეერთებულ შტატებში. მათი თქმით, ბრიტანეთი და საფრანგეთი მარტო ვერ გადაჭრიან მსოფლიოს წინაშე არსებულ ყველა პრობლემას, მაგრამ შეუძლიათ დაარწმუნონ სხვა ქვეყნები, შეუერთდნენ მათ ამ პრობლემების დაძლევაში.
Bloomberg ადრე წერდა, რომ უკრაინის დასავლელ პარტნიორებს ეშინიათ ზაფხულში რუსეთის შესაძლო ფართომასშტაბიანი შეტევის. მათი შეფასებით, რუსული ჯარები ახლა გაცილებით მეტ ჭურვებს იყენებენ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები, ამ უკანასკნელის ჭურვების დეფიციტის გამო.