ბრიტანეთი: ერთი თვის განმავლობაში რუსებმა დონბასში წინ 10 კმ-ით წაიწიეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური მიმოხილვა განაახლა.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთში თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას აგრძელებს.

ოკუპანტები ხერსონში და სხვა ობლასტებში უკრაინული კონტრ-შეტევისთვის ემზადებიან.

პარალელურად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ობლასტში.

ბოლო ოცდაათი დღის განმავლობაში, რუსეთისთვის ყველაზე წარმატებული ბახმუტის ფრონტი გამოდგა, აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

თუმცა, რუსეთმა ამ მიმართულებით ერთ თვეში მხოლოდ ათი კილომეტრით წინ წაწევა შეძლო.

დონბასის ფრონტის სხვა მონაკვეთებზე ოკუპანტებმა ბოლო თვეში საშუალოდ 3 კილომეტრით წინსვლა მოახერხეს.

ეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც რუსეთის გენშტაბი გეგმავდა, ნათქვამია სადაზვერვო ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ქვეითთა მოიერიშე დანაყოფების ფორმირებას ვერ ახერხებს, რაც ოკუპანტებს მნიშვნელოვანი წინსვლის შესაძლებლობას უზღუდავს.

მსგავსი სიახლეები