ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხრივი კავშირის შექმნას განიხილავს

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეტ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხირივი სამოკავშირეო ფორმატის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ ტრასმა 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"დეკემბერში ლონდონში მაღალ დონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ ვაძლიერებთ ორმხრივ ურთიერთოებებს და ამასთანავე ვავითარებთ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ასევე, დაჟინებით ვცდილობთ ვიპოვოთ გაზის ახალი მომწოდებლები, რათა ევროპული სახელმწიფოები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზზე", - განაცხადა ტრასმა. 

ამავდროულად, ტრასმა ბრიტანეთის პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებით და უფრო მეტად ჩაერთონ უკრაინის საზღვრებზე შექმნილი კრიზისის მოგვარებაში. 

ტრასის თქმით, კრიზისს აღმოსავლეთ ევროპაში დიდი მნშიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის - "თავისუფლების, კანონის უზენაესობისა, დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეები არ არის რეგიონალური ხასიათის, არამედ ეს გლობალური საფრთხეა, ამიტომაც ჩვენ ერთობლივად უნდა ვუპასოხთ ამ საფრთხეებს."

საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას დიდი ბრიტანეთის გეოსტრატეგიული საბჭო გამოეხმაურა და თავის ტვიტერზე ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის სამმხრივი კავშირის შესაძლო რუკა გამოაქვეყნა. 

 

საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ლურჯ ფერითაა აღნიშნილი კავშირში შემავალი სახელმწიფოები, ნაცრისფერი ფერით ნატოს წევრი სახელმწიფოები, ხოლო წითელით მტრულად განწყობილი ქვეყნები - რუსეთი და ბელარუსი.

მსგავსი სიახლეები