ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს დრონს, რომელსაც შეიარაღება შორ მანძილზე გადააქვს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს უპილოტო საფრენ აპარატს, რომელსაც შორ მანძილზე შეიარაღების ტარება შეუძლია. ეს გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია. 

ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს

ბრიტანელი საზღვაო ქვეითების მიერ გამოცდილი კვადროკოპტერების ფრენის მანძილი დაახლოებით 70 კილომეტრია. საუბარია Malloy T150-ის ტიპის აპარატებზე. დრონებს 68 კილოგრამამდე ტვირთის ტარება შეუძლიათ. უპილოტო აპარატებს კომპანია Malloy Aeronautics აწარმოებს.  

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი უკრაინას 13 ერთეულ დაჯავშნულ ავტომობილს გადასცემს, რომლებიც უკრაინის ალყაში მოქცეული დასახლებებიდან ხალხის გამოსაყვანად იქნები გამოყენებული. 

ახალი დახმარების პაკეტის გამოცხადება, უკრაინის უმაღლეს რადაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას მოჰყვა. რადას დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბორის ჯონსონმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. 

 

მსგავსი სიახლეები