ბრიტანეთი უკრაინას თავდაცვისა და რეკონსტრუქციისთვის 3 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს

გაერთიანებული სამეფოს კანცლერმა (ფინანსთა მინისტრი) ნადიმ ზაჰავიმ წერილობით მიმართა მინისტრთა კაბინეტს, სადაც უკრაინის თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებების დასაფინანსებლად  დროებითი მხარდაჭერა შესთავაზა, იუწყება Sky News.

გამოცემის ცნობით, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის ენ-მარი ტრეველიანისადმი მიწერილ წერილში ზაჰავიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ბრიტანეთის ექსპორტის ფინანსების (UKEF) მიერ მოწოდებულ სასესხო სახსრების მოთხოვნას.

წერილის ასლები გადაეგზავნა თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის აპარატს. მასში ზაჰავიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ბრიტანეთმა "განაგრძოს უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა ყოველმხრივ და გამოავლინოს ჩვენი რწმენა მისი მომავლის მიმართ", წერს Sky News.

რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და უკრაინის სამომავლო აღდგენისთვის 3 მილიარდი ფუნტი გამოიყოფა.

აქედან 2.3 მილიარდი ფუნტი მოხმარდება უკრაინის მთავრობის მიერ განსაზღვრული სამხედრო კონტრაქტების დაფინანსებას, დარჩენილი 700 მილიონი კი ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტებს.

მსგავსი სიახლეები