ბრიტანეთი უკრაინაში იარაღის წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - The Telegraph
ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკრაინასთან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების გეგმებს განიხილავენ. ამის შესახებ The Telegraph 12 თებერვალს წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანული კომპანიების წარმომადგენლები კიევში გაემგზავრნენ, რათა ერთობლივი საწარმოების შექმნა განეხილათ.
The Telegraph-ის ცნობით, მსგავს მოლაპარაკებებს უკრაინასთან სხვა ევროპული თავდაცვის კომპანიებიც აწარმოებენ და ბრიტანულ კომპანიებს არ სურთ გერმანელი და ფრანგი კონკურენტებისთვის პირველობის დათმობა. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება სავარაუდოდ განიხილება, როგორც უკრაინასთან დიდი ბრიტანეთის ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაძლიერება.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე და განაცხადეს, რომ ეს ინდუსტრიის გადასაწყვეტია. თუმცა, ასეთი ერთობლივი საწარმოს შექმნა, სავარაუდოდ, მოითხოვს ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკის თანხმობას.