ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა იზიუმის სამხრეთით იერიში გააძლიერა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი განაახლა.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ხარკოვის ობლასტ ქალაქ იზიუმის სამხრეთით იერიში გააძლიერეს.

რუსებმა იზიუმიდან დონეცკზე ფრონტის გაჭრა აპრილში სცადეს, თუმცა უკრაინული წინააღმდეგობის გამო მათი წინსვლა შეფერხდა.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, იზიუმის სამხრეთის დაკავება რუსეთის არმიას დონეცკის ქალაქებზე გასასვლელად პლაცდარმს მისცემს.

 

მსგავსი სიახლეები