ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინასთან ომში რუსეთმა მედესანტეების ნახევარი დაკარგა

რუსეთმა უკრაინასთან ომში საჰაერო-სადესანტო ძალების 50% დაკარგა, რაც დაახლოებით 15 ათასს ჯარისკაცს შეადგენს. 

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

უწყების მიმოხილვაში ნათქვამი, რომ მედესანტეების დღის (2 აგვისტო) აღნიშვნა რუსეთში საჰაერო-სადესანტო ძალების დანაკარგების არასანქცირებულმა გამოქვეყნებამ დაჩრდილა. 

საუბარია საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის, მიხაილ ტეპლინსკის მიმართვაზე, რომელშიც გენერალმა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი ჯარების დანაკარგები დაასახელა. მოგვიანებით ტეპლინსკის მიმართვა სოციალური ქსელებიდან წაიშალა. 

ტეპლინსკის არ დაუსახელებია მოკლულთა ჯამური რიცხვი, მისი თქმით, დაჭრილია 8 500-მდე მედესანტე, თუმცა ისინი ფრონტზე დაბრუნდნენ. 

სამხედრო დანაკარგების დათვლის სანდო მეთოდის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლულია 15 ათასამდე რუსი მედესანტე, რაც მათი ჯამური რიცხვის ნახევარია. 

მსგავსი სიახლეები