ბრიტანეთის მთავრობა: რუსეთი ხერსონის გაკონტროლებას დიდი ხნით გეგმავს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრემლს ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ხანგრძლივი ვადით გაკონტროლება აქვს გეგმაში.
"მას შემდეგ, რაც მარტში ხერსონი დაიკავეს, რუსეთი ქალაქში და შემოგარენ ტერიტორიულ ერთეულებში, საკუთარი კონტროლის ლეგიტიმაციას პრო-რუსული ადმინისტრაციების დასმით ცდილობს"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში
ხერსონის გაკონტროლება რუსეთს დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით წინსვლაში დაეხმარება, ყირიმის უსაფრთხოების გაზრდასთან ერთად.