ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს
გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი, პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის გადადგომას ეხმაურება.
კირ სტარმერის თქმით, "კონსერვატიულ პარტიას ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვს".
"კონსერვატორების 12 წლიანი კრახის შემდეგ ბრიტანელი ხალხი იმაზე უკეთესს იმსახურებს, ვიდრე ქაოსის მბრუნავი კარია".
ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი მოითხოვს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
"ახლავე გვჭირდება საპარლამენტო არჩევნები", - აცხადებს კირ სტარმერი.
პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 43 დღის შემდეგ ლიზ ტრასმა თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. კონსერვატორების ახალი ლიდერის არჩევნები ერთი კვირის ვადაში გაიმართება.
ლიზ ტრასის გადადგომა მისი მთავრობის მიერ ფინანსური რეფორმების დაანონსებამ გამოიწვია, რაც ეკონომიკური შოკის საფუძველი გახდა.