ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი შესაძლოა ჯეიმს კლევერლი გახდეს - The Times

ბრიტანეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი შესაძლოა თავდაცვის ახალი მინისტრი გახდეს. მოქმედმა მინისტრმა ბენ უოლასმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

ამ ინფომაციას The Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტრო რიში სუნაკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის ომის გამო და კლევერლის ამ სფეროში მისი ამჟამინდელი სამსახურის წყალობით გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ის სამხედრო რეზერვისტია.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი, კლევერლის ნაცვლად, შესაძლოა, საგარეო ვაჭრობის ყოფილი მინისტრი ენ-მარი ტრეველიანი გახდეს.

კლევერლის გარდა, თავდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატებს შორის გამოცემა უშიშროების უმცროს მინისტრს ტომ ტუგენდატს ასახელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატები ასევე შეიარაღებული ძალების უმცროსი მდივანი ჯეიმს ჰიპი, ხაზინის მთავარი მდივანი ჯონ გლენი და თემთა პალატის ლიდერი პენი მორდანტი არიან.

მსგავსი სიახლეები