ბრიტანეთმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა - Bloomberg
დიდმა ბრიტანეთმა საერთო ჯამში - 18.4 მილიარდი ფუნტის (20.9 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. ა
მის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ ფინანსურ აქტივებს, სადაც შედის აქციები და ფული.
ფინანსური სანქციების აღსრულების ორგანომ განაცხადა, რომ ეს დაახლოებით 6 მილიარდი ფუნტით მეტია, ვიდრე სანქციების დაქვემდებარებული ყველა სხვა რეჟიმი. ყოველწლიური მიმოხილვის თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა, მის მოკავშირეებთან ერთად, 1200-ზე მეტი ადამიანი და 120 ბიზნესი დასაჯა.
ასევე ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, მის მოკავშირეებთან ერთად, შეზღუდვები დაუწესა 1200-ზე მეტ ადამიანს და 120 ბიზნესს. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ სანქციების დარღვევის 236 შეტყობინება მიიღო.