ბრიტანული დაზვერვის განახლება - "რუსები დილემის წინაშე არიან"
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 7 სექტემბერს, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის განახლება გამოაქვეყნა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბრძოლა სამ ფრონტზე მიმდინარეობდა - ჩრდილოეთით, ხარკოვის მახლობლად; აღმოსავლეთით, დონბასში და სამხრეთით, ხერსონის ოლქში.
ბრიტანელების თანახმად, ამჟამად რუსების მთავარი მცდელობა დონბასში ბახმუტთან წინსვლაა, თუმცა ისინი დილემის წინაშე არიან: დაახმარონ ოპერაციული რეზერვები ბახმუტის თავდასხმას თუ ისინი სამხრეთისკენ გადაისროლონ, სადაც უკრაინელები უტევენ.
თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 500 კმ-ზე გაჭიმული საფრთხე გამოცდის რუსეთის შესაძლებლობას, რამდენად შეუძლია გადაანაწილოს რესურსები რამდენიმე მებრძოლ ჯგუფზე. ბრიტანელების თანახმად, ომის საწყის ეტაპზე რუსების წარუმატებლობა სწორედ ამ სირთულის გადაულახავობამ განაპირობა.