ბუდანოვი: ომი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს
სამხედრო ოპერაციები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვმა მოსეიჩუკს უპასუხა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადატანის შესაძლებლობა განიხილა.
"ჩემი აზრით, შესანიშნავი იდეაა." - თქვა მან.
ამავე დროს, ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ მოქმედებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია.
"ომი უნდა გადავიდეს სხვა ტერიტორიაზე, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის რუსეთის ფედერაცია და სხვა ტერიტორიები, სადაც მათი გავლენაა. იმისათვის, რომ გავწელოთ და შევაბოჭოთ ისინი. რაც უფრო ფართო ტერიტორიაზე იქნება საბრძოლო მოქმედებები, მით უკეთესი." - განაცხადა მან.