ბუდანოვი: ომში გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა

ომში გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა, რუსებმა დაიწყეს იმის გაგება, რომ ეს მათ ეხება და მსოფლიოში ვერსად წავლენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ მათი არმია არც თუ ისე ძლიერია, მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები არც თუ ისე კარგია და რუსეთის არმიას ნამდვილად არ შეუძლია დაიცვას დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

"ეს სულაც არ არის მსოფლიოს მეორე არმია და არც მეოთხე. და მოვა ანგარიშსწორება. იმას, რომ იქნება ანგარიშსწორება, ადამიანები უკვე აცნობიერებენ, როცა ისინი პირადად იწყებენ დანახვას და გრძნობას, რომ ომი არ არის სადღაც მსოფლიოს რაღაც ნაწილში. ასე რომ, გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა", - განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი სიახლეები