ბუდანოვმა განმარტა, რატომ საუბრობს პუტინის გარემოცვაში მყოფ თავის აგენტებზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განმარტა, რომ ინფორმაცია უკრაინელი აგენტების შესახებ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან, მტრის მთავრობის საქმიანობის პარალიზებას იწვევს.

ამის შესახებ მან ბულგარულ ტელეარხ bTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვი განმარტავს, რომ პუტინმა უკვე იცის, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. მაგრამ როდესაც სამხედრო დაზვერვა "აცხადებს ამ აშკარა ფაქტს," რუსეთი იწყებს შიდა შემოწმებას, რომელიც "არაფერს არ შეცვლის" და ეს უკრაინისთვის მომგებიანია.

"პირველ რიგში, მათ ესმით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საკუთარი წყაროები, ინფორმაცია ყოველთვის იყო იარაღი - დაე შეამოწმონ, მოძებნონ...

შემიძლია მაგალითი მოგიყვანო. ეს იყო ომამდე... იყო ერთი შემთხვევა, როცა მიხვდნენ, რომ გუნდში გაჟონვა იყო. რისი კეთება დაიწყეს? მათ დაიწყეს ყველაფრის შემოწმება...

მათ დაიწყეს ყველას შემოწმება, ვისაც ჰყავს კონტაქტები, ნათესავები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც მიხვდით, თითქმის ყველას ჰყავს ისინი. მხოლოდ ამ საქმის შედეგებით მათ სამი პირი დააპატიმრეს, 31 კი გაათავისუფლეს და სხვა ადგილებში გადაიყვანეს.

ასევე მათი თანამშრომლების დიდი პროცენტი გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოექცა. ანუ საკუთარი საქმიანობის პარალიზება მოახდინეს." - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები