ბულგარეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

ბულგარეთის მიიღო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში უკრაინის დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებას ითვალისწინებს. ამავდროულად ქვეყანა კვლავ არ აპირებს უკრაინისთვის საკუთარი შეიარაღების მიწოდებას. 

დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთების გარდა, აღნიშნული ინიციატივა უკრაინის ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია უკრაინასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე და უკრაინული პროდუქციის ვარნას პორტში იმპორტის საკითხზე. 

საუბარია თანამშრომლობის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სფეროში და უკრაინელი დევნილების დახმარებაზე. 

აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთის პარლამენტის 200 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო პრო-რუსული, ბულგარეთის სოციალისტური პარტია, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. 

აღშიშნული პარტია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემთხვევაში მმართველი კოალიციის დატოვებით იმუქრებოდა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდენტი რუმენ რადევიც, რომელიც უკვე მრავალი წელია ცნობილია თავისი პრო-რუსული განწყობებით. 

ბულგარეთამდე იგივე გადაწყვეტილება ომში დაზიანებული უკრაინული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასთან დაკავშირებით მიიღო სლოვაკეთმა და ჩეხეთმა. 

მსგავსი სიახლეები