ბუნდესვერი Leopard 2-ზე უკრაინელების წვრთნას მომავალ კვირას დაიწყებს
გერმანიის საჰაერო ძალებმა პოლონეთიდან გერმანიაში უკრაინული სამხედრო პერსონალის პირველი ჯგუფები უკვე გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.
მათი წვრთნა მიუნსტერის სამხედრო პოლიგონზე დაიწყება, სადაც უკრაინული ქვედანაყოფები Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე უკვე იწვრთნებიან.
როგორც წესი, სრულ მომზადებას რამდენიმე წელი სჭირდება, მაგრამ უკრაინელი სამხედროებისთვის, რომელთა ნაწილიც გერმანიაში პირდაპირ ფრონტის ხაზიდან ჩავიდა, ბუნდესვერი ერთგვარ ტურბოკურსს გეგმავს.
სწავლება მხოლოდ 6-8 კვირა გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მებრძოლებმა უნდა ისწავლონ კომპლექსური შეიარაღების მართვის საფუძვლები, ასევე შეიმუშაონ Leopard-ის ტანკებისა და Marder-ის ქვეითთთა საბრძოლო მანქანების ურთიერთქმედება.
"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ მარტის ბოლომდე გაწვრთნილი ჯარისკაცები Leopard-ის საბრძოლო ტანკებთან ერთად უნდა დაბრუნდნენ ფრონტის ხაზზე უკრაინაში." - აღნიშნავს გაზეთი.