ბჟანია: მზად ვართ რუსეთს პორტები "პარალელური იმპორტისთვის" დავუთმოთ

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონი მზადაა, რომ საკუთარი პორტები რუსეთში საქონლის "პარალელური იმპორტისთვის" გახსნას. ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორია "პარალელური იმპორტისთვის" შეიძლება გამოიყენონ", - თქვა ე.წ. პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აფხაზეთს სანქციების არ ეშინია.

"თქვენ იცით, რომ აფხაზეთი არაერთმა ქვეყანამ აღიარა, [მაგრამ] ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსეთმა გვცნო. ჩვენ არ გვეშინია სანქციების, ისინი არასდროს მოუხსნიათ ჩვენს მიმართ. პირიქით, ეს სირთულეები დაგვაახლოებს [რუსეთთან]", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები