ჩეხეთის მთავრობა აშშ-სგან 24 ერთეულ F-35 მოიერიშე თვითმფრინავს შეიძენს
ჩეხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 24 მოიერიშე თვითმფრინავის (F-35) შეძენის თაობაზე დაახლოებით 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების (150 მილიარდი ჩეხური კრონა) ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჩეხეთის ისტორიაში თავდაცვის სფეროში ყველაზე ძვირადღირებული შესყიდვაა.
„ამ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი არმია ახალ ეპოქაში გადადის“, - იანა ჩერნოხოვა, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი.
ხელშკრულების თანახმად, ჩეხეთი აშშ-სგან თვითმფრინავების პირველ ნაწილს 2031 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილს 2035 წლისთვის მიიღებს და ამერიკული თვითმფირანევები შვედეთის 14 საბრძოლო თვითმფრინავს (JAS-39 Gripen) ჩაანაცვლებს, რომელსაც ამჟამად იყენებს ჩეხეთის არმია.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის, იანა ჩერნხოვას განცხადებით, აშშ-ს 6.6 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდ დოლარს თვითმფრინავებისთვის, პილოტების მომზადებისთვის, საბრძოლო მასალებისა და სხვა ხარჯებისთვის გადაუხდიან, ხოლო დარჩენილი თანხა ჩეხეთის ჩასლავის საჰაერო ბაზის (Čáslav Air Base) განახლებას, საწვავსა და პერსონალის გადამზადებას მოხმარდება.
„F-35 არის ერთადერთი სისტემა, რომელიც ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევასა და საჭიროების შემთხვევაში, მოკავშირეებთან ერთად, აგრესიისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება“, - კარელ რეჰკა, ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი.