ფიცომ ჩეხი პოლიტიკოსები მისი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჩეხი პოლიტიკოსები და მედია მისი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მათი სამიზნე მისი პოლიტიკური მოკავშირე, ჩეხი ოპოზიციონერი ანდრეი ბაბიშია.

ამის შესახებ 27 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფიცომ თქვა, რომ არასოდეს ჩარეულა ჩეხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში, მაგრამ შეუძლია დაასახელოს "ათობით თავდასხმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრზე, რომლებიც ჩეხური მედიის საშუალებით ვრცელდება, როგორც კიბო."

"რა თქმა უნდა, არავინ არაფერს აკეთებს, რადგან ეს ყველას აწყობს. ჩეხეთში რობერტ ფიცოზე თავდასხმები, უპირველეს ყოვლისა, ანდრეი ბაბიშის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ჩეხეთში იქმნება იმიჯი, რომ ანდრეი ბაბიში იგივე იქნება, რაც რობერტ ფიცოა," - დასძინა მან.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა არ დაასახალა ამ თავდასხმების მაგალითები, მაგრამ ამავე დროს გაიმეორა ქვეყანაში "გადატრიალების" მოწყობის სავარაუდო მცდელობების შესახებ.

"სლოვაკეთის რესპუბლიკა უზარმაზარი თავდასხმის ქვეშაა, საშინელი ამბები ხდება და მე მაქვს უფლება გავიმეორო, რომ ეს შემთხვევითი არ არის, ვიღაც დაინტერესებულია სლოვაკეთის მთავრობის შეცვლით, მაგრამ ასე მარტივად არ დავთმობთ," - განაცხადა ფიცომ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ჩეხეთის ექს-პრემიერის, ანდრეი ბაბიშის პარტიამ პირველ ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები