Axios: საუდის არაბეთმა კერძო განხილვებში მხარი დაუჭირა აშშ-ს დარტყმებს ირანზე
საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი არ აღარსრულებს სამხედრო მუქარებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ეს გააძლიერებს რეჟიმს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს - ხალედ ბინ სალმანი მოჰამად ბინ სალმანის უმცროსი ძმაა და მის უახლოეს კონფიდანტად მიიჩნევა.
- დახურულ შეხვედრებზე ხალედ ბინ სალმანის მიერ გამოთქმული შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის საუდის არაბეთის კრონ-პრინცის საჯარო განცხადებებთან, რომელმაც გასულ კვირებში არ დაუჭირა მხარი აშშ-ს საჰაერო დარტყმებს.
- ხალედ ბინ სალმანმა ხანგრძლივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, პენტაგონის შეფთან, პიტ ჰეგსეტთან და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებთან.
- "უკვე თუ კი ამერიკა არ მიიტანს საჰაერო დარტყმებს ირანზე, ეს მხოლოდ გააძლიერებს რეჟიმს"- განაცხადა ხალედ ბინ სალმანმა დახურულ შეხვედრებზე.
დიდი სურათი: გამოცემის ამერიკელი წყაროების ცნობით, ამ დროისთვის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს.
- საუდის არაბეთი, კატარი, ეგვიპტე, თურქეთი და პაკისტანი გასულ კვირებში აქტიურად ცდილობდნენ მედიაცასა აშშ-სა და ირანს შორის.
მეორე მხარე: ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან სამხედრო კონფრონტაციისთვის და აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ნებისმიერი კინეტიკური ქმედება, იქნება ეს წერტილოვანი დარტყმა თუ სხვა შეფასდება როგორც სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადება.
- ამასთანავე, ირანში ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა გამორიცხავენ ამერიკული ადმინისტრაციის მიერ წაყენებული პირობების დაკმაყოფილებას.
კონტექსტი: 30 იანვარს დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს და განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკას "უფრო დიდი არმადა ჰყავს, ვიდრე ვენესუელასთან."
- ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა ბოლო ვადა, ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არსებობს და ამის შესახებ მხოლოდ ირანელებმა იციან.