ჩეხეთის საგარეო: ჩეხეთი შეშფოთებულია არჩევნების დროს დარღვევების შესახებ ცნობებით

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა:
 
"ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დარღვევების შესახებ ცნობებით. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ქვეყანაში ვითარებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და უკან წაიღოს ქმედებები, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მიმართულებას". - წერია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე ვრცელდება.
 

ზეწოლა საჯარო სექტორზე, კერძო ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ხმის ფარულობის დარღვევა - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში დღეს, 27 ოქტომბერს წარადგინა.

მსგავსი სიახლეები