ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მაკრონს რუსეთის საკითხი ‘არ ესმის’

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ უკრაინის ომის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკა.

9 მაისს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს „დამცირებული“ არცერთი მხარე არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ არ ვართ რუსეთთან ომში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„რუსეთი აგრესორია, და მნიშვნელობა არ აქვს, დამცირებულად იგრძნობს ის თავს თუ არა. მაკრონს საკითხი არ ესმის. პუტინს არ ადარდებს, როგორ აფასებენ მას დასავლეთში“, - ამბობს ჩეხეთის მთავარი დიპლომატი Prima TV-სთან ინტერვიუში.

ლიპავსკიმ 1938 წელს დადებული მიუნხენის შეთანხმება გაიხსენა, როცა ნაცისტურმა გერმანიამ მაშინდელ ჩეხოსლოვაკიას ტერიტორიები წაართვა.

„ამ [რუსეთ-უკრაინის ომის] მოლაპარაკებებში წამყვანი როლი უკრაინას უნდა ჰქონდეს“, - თქვა ლიპავსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები