ჩეხეთმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა
ჩეხეთის პარლამენტმა 1932-1933 წლებში უკრაინაში მომხდარი ჰოლდომორი აღიარა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამის შესახებ 6 აპრილს Twitter-ზე უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევგენ პერებიინისმა განაცხადა.
"ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ ახლახანს 1932-1933 წლების ჰოლდომორი უკრაინაში ერთხმად აღიარა, როგორც გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ." - წერს ის.
ელჩმა აღნიშნა, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
1932-1933 წლების ჰოლოდომორი არის მასიური შიმშილობა, რამაც მრავალი მილიონი ადმიანის სიკვდილი გამოიწვია უკრაინისსოფლებში. უკრაინა აცხადებს, რომ იმ წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 მილიონ ადამიანს აღწევს. უკრაინაში ჰოლოდომორი განიხილება, როგორც გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.
2016 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ დემოკრატიულ სახელმწიფოებს სთხოვა ეღიარებინათ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.