ჩერნიგოვში უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის მეგობრობის მონუმენტს აიღებენ
ჩერნიგოვის სამხედრო-რეგიონულმა ადმინისტრაციამ სამი დის ძეგლის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, რომელიც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის "მეგობრობას" ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხედრო-რეგიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება 12 მაისს ერთხმად მიიიღო ჩერნიგოვის კულტურისა და ტურიზმის, ეროვნებისა და რელიგიის დეპარტამენტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მრჩეველთა საბჭომ.
აქამდე ძეგლი ისტორიულ მემორიალად ითვლებოდა. ადმინისტრაცია ახლა დოკუმენტების პაკეტს ამზადებს, რათა ის ამოიღოს ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლების რეესტრიდან. შემდეგ დოკუმენტებ კულტურის სამინისტროს გადაეცემა და ძეგლის დემონტაჟი შესაძლებელი გახდება.
ძეგლი - "სამი და" - სოფელ სენკოვკაში, უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს. ის 1975 წელს დაიდგა.