ჩინეთი ოლიმპიადის დაწყებამდე შეზღუდვებს ამკაცრებს

 

ჩინეთი კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას აგრძელებს. ქვეყანაში ვირუსის ომიკრონ ვარიანტი უსწრაფესად ვრცელდება, 3 კვირაში კი პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა იწყება.

ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში წავლენ, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა, სამშობლოში ვერ დაბრუნდებიან.

გარდა ამისა, მომავალი კვირიდან პეკინის სკოლებში მასობრივი ტესტირება დაიწყება.

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის აფეთქების გამო ლოქდაუნები უკვე დაწესდა. ამ ქალაქებში ხელისუფლებამ მასობრივი ტესტირება დაიწყო და მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლის უფლება მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხის არსებობის შემთხვევაში აქვთ. 

ამასთანავე, უცხოურმა ავიაკომპანიებმა ვირუსის აფეთქების გამო ამერიკიდან, კანადიდან და საფრანგეთიდან ჩინეთის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

 

 

მსგავსი სიახლეები