ჩინეთის აეროსტატის აშშ-ს სივრცეში შეჭრის გამო ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

ჩინეთის კუთვნილი სათვალთვალო აეროსტატის აშშ-ს საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახალხო რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. 

ენტონი ბლინკენის 2-დღიანი ვიზიტი ჩინეთში 5 თებერვალს უნდა დაწყებულიყო. 

ჩინეთის კუთვნილი საჰერო ობიექტი შტატ მონტანას თავზე პირველ თებერვალს შეამჩნიეს - ამ შტატში აშშ-ს ბირთვული შეიარაღების არაერთი ობიექტია განთავსებული. 

ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ აშშ-ს საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის ჩასვლა ჩინეთში არასწორი სიგნალი იქნება, ამავდროულად ადმინისტრაციას არ სურს ვითარების კიდევ უფრო გართულება და ვიზიტის გაუქმება. 

კონტექსტი

ინციდენტს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უწყებაში დაადასტურეს, რომ მფრინავი ობიექტი მათ ეკუთვნით, თუმცა განმარტეს, რომ აეროსტატი სამოქალაქო დანიშნულებისაა, ხოლო აშშ-ს საჰაერო სივრცეში უნებურად "დასავლეთიდან წამოსული ქარის გამო აღმოჩნდა."

პენტაგონის წარმომადგენლის, პატრის რეიდერის თქმით, ზონდი ამერიკელმა სამხედროებმა დროულად შეამჩნიეს და მიიღეს საჭირო ზომები კონფედენციალობის შესანარჩუნებლად. 

ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა გაიზიარა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის რეკომენდაცია და უარი თქვა ზონდის ჩამოგდებაზე. ამის მიზეზად კი მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა. 

 

მსგავსი სიახლეები