ჩრდ. კორეა: მატარებლიდან ბალისტიკური რაკეტები წარმატებით გავუშვით

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად ბალისტიკური რაკეტა მატარებლიდან წარმატებით გაუშვა. რამდენიმე საათის შუალედში რაკეტები სამხრეთ კორეამაც გამოცადა.

ფხენიანის პროპაგანდისტული კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტოს თქმით, რაკეტები ქვეყნის ცენტრალური რეგიონიდან გაისროლეს და 800 კილომეტრით დაშორებულ ზღვაში განთავსებულ სამიზნეს ყველა მათგანი ზუსტად მოხვდა.

რაკეტების მატარებლებიდან გაშვებით ჩრდილოეთ კორეა ცდილობს უკეთ შენიღბოს მისი სარაკეტო შესაძლებლობები და დამატებითი მობილობა შესძინოს. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნის რკინიგზა იმდენად პატარა ტერიტორიაზეა, გამშვები დანადგარის პოვნა მოწინააღმდეგისთვის მარტივი იქნება.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოცადა, რომელიც 1500 კილომეტრზე მიფრინავს და ქვეყნის ხელისუფლება მის ბირთვული ქობინებით აღჭურვას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები