ჩრდილოეთ მაკედონიას უკრაინისთვის 12 Mi-24-ის გადაცემა სურს
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა უკრაინას 12 ვერტმფრენის, Mi-24-ის გადაცემას შესთავაზებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ტელეკომპანია Alsat-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, გენერალური შტაბმა დაასრულა ანალიზი, შეუძლია თუ არა ჩრდილოეთ მაკედონიას ვერტმფრენების გადაცემა და წინადადებას მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს სახმელეთო ჯარების საბრძოლო ეფექტურობაზე.
"ყველა ის ტექნიკა, რაც აქამდე გადავეცით, მათ სჭირდებათ და ეს არის ტექნიკა, რომლის გამოყენებაც უკრაინის არმიამ იცის", - განაცხადა პეტროვსკამ.
მისივე თქმით, მოდერნიზაციის გეგმების შესაბამისად, ამ აღჭურვილობის ექსპლოატაციის ვადა სრულდება და ის აღარ იქნება ჩრდილოეთ მაკედონიის არმიაში.
პეტროვსკამ აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო თავისთვის ახალ მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს შეიძენს.
მინისტრის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინას სულ 30 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გადასცა.