ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას 12 Mi-24 გადასცეს
29 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას Mi-24-ის ვერტმფრენები გადასცეს. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
"მთავრობამ განიხილა ინფორმაცია ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის ვერტმფრენების გადაცემის შესახებ პროტოკოლის დადების აუცილებლობის შესახებ და მიიღო თავდაცვის სამინისტროსთვის ვერტმფრენების გადაცემის ოქმის შეთანხმებული ტექსტი." - ნათქვამია განცხადებაში.
პრესრელიზში შვეულმფრენების რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ 24 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკაიამ განაცხადა, რომ ქვეყნის გენერალური შტაბი მზადაა კიევს 12 Mi-24 გადასცეს.
ადგილობრივი გამოცემა Fokus-ის ცნობით, საუბარია რუსული წარმოების ვერტმფრენებზე, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინისგან 2001 წელს შეიძინა. გასულ წლებში ისინი არ გამოუყენებიათ, რადგან "მათი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა" და ჩრდილოეთ მაკედონიას სათადარიგო ნაწილები არ ჰქონდა.
პეტროვსკაიას თქმით, მოდერნიზებულია ორი ვერტმფრენი, მაგრამ ეს მოდერნიზაცია ასევე აღარ შეესაბამება თანამედროვე პირობებს. სავარაუდოდ, უკრაინა ვერტმფრენებს სათადარიგო ნაწილებად გამოიყენებს.