CIA-ის გაზსადენებზე შესაძლო შეტევის შესახებ ევროპელები გაფრთხილებული ჰყავდა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჯერ კიდე ზაფხულში გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები "წყალქვეშა გაზსადებენზე" მოსალოდნელი შეტევის შესახებ. 

ინფორმაციას ამის შესახებ New York Time-ს ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, CIA-ს შეტყობინება ევროპელების მიმართ არ ყოფილა კონკრეტულ და არ შეიცავდა შესაძლო თავდამსხელი ორგანიზატორს ან დივერსიის დროს. 

გაზეთის ცნობით, ამერიკელი მზვერავები უკვე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ნაკადის ორივე გაზსადენზე მომხდარი შემთხვევა საბოტაჟი იყო, თუმცა ჯერჯერობით ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე თუ ვინ შეიძლება იდგას ამ შემთხვევის უკან. 

ორივე გაზსადენზე ერთდროული შემთხვევითი ინციდენტის ალბათობას ვაშინგტონში ძალიან უმშიშვნელოდ აფასებენ. 

იმის შესახებ, რომ ამერიკულმა დაზვერვმა კარგა ხნით ადრე გააფრთხილა ევროპელი კოლეგები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ New York Times-მდე გერმანულმა, Spiegel-მა დაწერა. 

გერმანული წყაროს ინფორმაციითაც, ამერიკელების მიწოდებული ინფორმაციის შინარაარსი სტრატეგიულ გაფრთიხლებას წარმოადგენდა. 

კონტექსტი

ორშაბათს დილის საათებში რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ ჩრიდლოეთ ნაკადის ორივე გაზსადენზე ერთდროულად მკვეთრად დავარდა წნევა, რასაც მალევე გაზის გაჟონვა მოჰყვა. 

დანიამ, შვედეთმა და გერმანიამ მომხდარი უკვე დააკვალიფიცირეს საბოტაჟად და განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა 2 მიზანმიმართულ აფეთქებას. 

თავის მხრივ აშშ საკითხზე პირდაპირი პოზიციონირებისგან და კონკრეტული ორგანიზატორების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. 

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ აკვირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ გამოძიებას და მზად არის მათი თხოვნის შემთხვევაში დამხარებაც აღმოუჩინოს. 

თავის მხრივ უნდა ითქვა ისიც, რომ ინცინდენტის დროს გაზსადენი არ ატარებდა დიდი რაოდენობით გაზს, Nord Stream 1-ში გატარებული გაზის რაოდენობა სარემონტო სამუშაოების საბაბით რუსეთმა ზაფხულიდან მოყოლებული პრაქტიკულად ნულამდე შეამცირა, ხოლო Nor Strem 2-მა ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოასწრო. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის სამხედრო სამმართველოს ცენტრალურმა დირექტორატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინისა და მისი მოკავშირეების კიბერ-ინფრაქსტრუქტურაზე ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს გეგმავდა. 

თავის მხრივ კრემლშიც არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდა საბოტაჟს.

მსგავსი სიახლეები