რუსეთის საგარეო: საქართველოსთან დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ
რუსეთი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების პერსპექტივას ვერ ხედავს, განუცხადეს გამოცემა "იზვესტიას" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჩაშლილად: "საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე სააკაშვილის რეჟიმის პოზიცია უკავია". - განაცხადა უწყებამ.
- სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთი მზად არის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მაშინ, როდესაც "თბილისი ამისთვის მზად იქნება".
- "ეს არის თავად საქართველოსთვის დამაზიანებელი და არარეალური მოთხოვნა". - ციტირებს "იზვესტია" უწყებას.
კონტექსტი: საქართველო რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან მოსკოვმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალი.
- საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ.
- 2024 წელს "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ შეაქო.